თეგებით ძიება

ლელოს“ ერთადერთი განზრახვა არის საკუთარი მოსახლეობის გაღარიბება - ირაკლი კობახიძე

არის უამრავი ქართველი, რომელსაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში, ცარიელი სპეკულაციებია ეს ყველაფერი, რომლის ერთადერთი მიზანი რამენაირად ქვეყნის გაღარიბებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენას, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. არავითარი პრობლემური მაჩვენებელი არ არის ამ კუთხით. პლუს ამას, არის უამრავი ქართველი, რომელსაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში. ცარიელი სპეკულაციებია ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზანი ამ ყველაფერს აქვს ის, რომ რამენაირად გაღარიბდეს ქვეყანა, მოსახლეობა. მეტი მიზანი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის „ლელოს“ მიზანი - დაწესდეს სანქციები ამა თუ იმ ფორმით, რომ სინამდვილეში დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. რეალურად, როცა შენი სანქციებით ვერანაირ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, მაგრამ ზიანს აყენებ შენს ქვეყანას და მოსახლეობას, აქ ხომ ძალიან მარტივად ჩანს რა არის მათი განზრახვა. მათი ერთადერთი განზრახვა არის საკუთარი მოსახლეობის გაღარიბება. ამისთვის „იღვწიან“ „ლელო“ და „ლელოს“ წარმომადგენლები“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა