თეგებით ძიება
28. 11. 2023 მსოფლიო

მივესალმებით ზავის ორი დღით გახანგრძლივებას, ვმუშაობთ, რომ პაუზა გაგრძელდეს - კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება ზავის ორი დღით გახანგრძლივებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს იმაზე, რომ ჰუმანიტარული პაუზა გაგრძელდეს.

"რა თქმა უნდა, მივესალმებით ჰუმანიტარული პაუზის კიდევ ორი დღით გახანგრძლივებას. ამან უკვე მოიტანა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის ზრდა.

იმისთვის, რომ ზავი გაგრძელდეს, ჰამასმა პასუხისმგებლობა აიღო კიდევ 20 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე მომდევნო ორ დღეში. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გახანგრძლივდება ზავი, თუმცა დამოკიდებულია ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებაზე", - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი.

გუშინ ჰამასმა კიდევ ერთი ჯგუფი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 11-ვე მათგანი ისრაელელია. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდა. 

თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა - ის კატარის შუამავლობით შედგა. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჰამასმა 58 მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელმა ტერორისტულ დაჯგუფებას 117 პალესტინელი პატიმარი გადასცა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა