იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მოვიდა დრო, რომ ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ადამიანების ციხიდან გამოშვებაზე.
როგორც ის ამბობს, საქართველო პატიმართა რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ოპოზიციას და მმართველ გუნდს სთავაზობს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით დისკუსია გაიხსნას, თავად კი მზადაა, კანონპროექტი მოამზადოს.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, დიდი ამნისტიის საწყისი იდეა შემდეგნაირად წარმოუდგენია:
ყველა პატიმარს სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით. მნიშვნელობა არ აქვს პატიმარს;
ყველა ადამიანს, რომელიც ციხეში ზის არაძალადობრივი და არაგანზრახი დანაშაულისთვის, სასჯელი გაუნახევრდეს;
სამუდამო მისჯილი პატიმრობა შეიცვალოს 30-წლიანი პატიმრობით.
„მე ეს ზოგადი საწყისი იდეა მაქვს, რომელიც ყველა პატიმარს მოიცავს. სხვადასხვა პარტიას ველაპარაკე და ვიცი მათი წუხილები. თუ ეს წუხილები დარჩება ჩვენი დისკუსიის მერე, მე მზად ვარ გავიზიარო, მაგრამ მოდი, დავიწყოთ ასეთი ფორმულით მუშაობა. ისე, რომ კონკრეტულ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც ციხეში ზის, უხაროდეს პოლიტიკური ცვლილება და ელოდებოდეს, რომ ჩვენთვის რომ კარგი იქნება შემდეგ არჩევნებზე, მათთვისაც იყოს კარგი“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.