თეგებით ძიება

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჭიდაობას პროფესიულ დონეზე შეისწავლიან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით პროფესიონალი მწვრთნელი არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს კვირაში ორჯერ ავარჯიშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულები ჭიდაობას შეისწავლიან თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე. სურვილის შემთხვევაში, პატიმრები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.

ინიციატივა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებთან ერთად პირადად გააცნო. სპორტსმენებმა პატიმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსჯავრდებულთა მონაწილეობის მხარდაჭერას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა