უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
რუსეთში მიგ-31კ-ის გამანადგურებლის აფრენის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
„ყურადღება, მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა მიგ-31კ-ს აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.