უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.
ნიკოლენკოს ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო.
„უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.