თეგებით ძიება

უკრაინაში ქარბუქის დროს 10 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა

უკრაინაში უამინდობის დროს 10 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ქარიშხალმა ელექტროენერგიის მიწოდებაც შეაფერხა, რის გამოც 11 რეგიონის 411 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

„მიკოლაივის ოლქში და კიროვოგრადის ოლქში 8 საავტომობილო გზა დაკეტილი რჩება. 11 რეგიონში 411 დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სულ 1530 მანქანა გამოიყვანეს. ამინდის გაუარესების შედეგად ოდესაში, ხარკოვში, მიკოლაევსა და კიევში 10 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი“, - დაწერა კლიმენკომ „ტელეგრამზე“.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა