„ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას 10 მძევალი გადასცა
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას 10 მძევალი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
როგორც ისრაელური მედია იუწყება, ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 150 ადამიანი კვლავ მძევლად რჩება ღაზაში.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ დაახლოებით 240 ადამიანი გაიტაცა.