თეგებით ძიება

კახეთში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი  ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"ახალგაზრდა ქალი, 35 წლის, შემოყვანილი იქნა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, ყველაზე დიდი ზომის, მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, ღია მოტეხილობასთან ერთად. პაციენტი, შესაბამისი მომზადების შემდეგ, გადაყვანილი იქნება საოპერაციო ბლოკში. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად,“ - ამბობს ექიმი, პავლე პეტრიაშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა მრავლობითი ჭრილობები ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა, შემდეგ კი, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა - 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

რა გახდა დანაშაული ჩადენის მიზეზი - ამ თემაზე სოფელში ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა