თეგებით ძიება

"რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან“ - რა შეემთხვა რეპერ ლექს-სენს?

ცოტა ხნის წინ რეპერმა ლექს-სენმა გადაცემა „როგორ გადავრჩი“ სტუმრობისას შფოთვითი აშლილობის დიაგნოზზე ისაუბრა. და აცხადებდა, რომ ეს პრობლემა უკვე მართვადი გახდა მისთვის.

რეპერმა სულ ახლახან ჯანმრთელობის პრობლემაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ უწევს პანიკურ შეტევებთან ერთად თანაცხოვრება.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე რთული ცხოვრება მაშინაა, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეჯახები. როცა ამ მხრივ არასტაბილური მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაზე ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს. ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევები იყო პრობლემა. ეს გემართება და არასდროს გადის. სულ მკურნალობა სჭირდება. ერთხელ რომ დაგემართება, უნდა იცოდე, რომ მომავალში მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან. გადაღლა, ემოციური ფონი, ბევრი ფაქტორია, რომელიც მასზე მოქმედებს და მერე უკვე ავადმყოფობამდე მიდიხარ. ერთი პერიოდი ძალიან კრიზისული იყო, საბედნიეროდ, გადავლახე და ამის შემდეგ ეს მდგომარეობა სტაბილურად უნდა მართო…“, - განაცხადა რეპერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა