თეგებით ძიება

"ყოფილი ქმარი დააჭერინა და იაშარს გაჰყვა..." - რას ამბობენ ადგილობრივები საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე? (ვიდეო)

საგარეჯოს სოფელ თულარში, ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ეძებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. მისი ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

შემთხვევის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა