თეგებით ძიება

დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ

დღეს, პარლამენტში, თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს და ის სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

ახალი ინიციატივის მიხედვით, გადავადების უფლებით ისარგებლებს ახალგაზრდა, რომელიც უმაღლეს განათლებას იღებს და აქტიური სტუდენტის სტატუსით სარგებლობს. ასევე ის სტუდენტები, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ, სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ იღებენ.

რაც შეეხება გასაჩივრების საკითხს, პირს უფლება აქვს, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს.

პარლამენტისთვის წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა