თეგებით ძიება
29. 11. 2023 ვიდეო

"სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო..." - ვინ არის ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ? (ვიდეო)

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია გაუკეთეს და  საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში რჩება. დამნაშავე კი ამ დრომდე თავისუფალია. დაჭრა და მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, გასულ ღამეს მოხდა. კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. მისი ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს. სავარაუდო დამნაშავე კი 40 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.

ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა - "სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო".. - ამბობს ადგილობრივი.

მკვლელობის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ჯაფაროვი ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა