თეგებით ძიება

კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა, ახალგაზრდა კაცი კი დედის თვალწინ ჩაცხრილა, ციხიდან 2 თვის წინ გამოუშვეს - რა მოხდა საგარეჯოში?

საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა, ახალგაზრდა კაცი კი დედის თვალწინ ჩაცხრილა, ციხიდან 2 თვის წინ გამოუშვეს.

იაკობ ხიხავაროვი სასჯელს შემკავებელი ორდერის დარღვევის და ცოლზე ძალადობის გამო იხდიდა.

მოკლულია - 36 წლის იაშარ ჯაფაროვი, რომელიც სახლში უკვე გადაასვენეს. 

ცნობისთვის, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია გაუკეთეს და  საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში რჩება. დამნაშავე კი ამ დრომდე თავისუფალია. დაჭრა და მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, გასულ ღამეს მოხდა.

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა