თეგებით ძიება
29. 11. 2023 მსოფლიო

"ირინას და დაიანას ცხედრები ციცაბო ფერდობზე იპოვეს" - დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის დეტალები

თურ­ქეთ­ში რუსი ქა­ლე­ბის, 42 წლის ირი­ნა­სა და მისი 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის და­ი­ა­ნას ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ირი­ნა­სა და და­ი­ა­ნას მკვლე­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მო­დე­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რია ლატ­ვი­ი­დან. ცხედ­რებს ზე­ვი­დან ზეწ­რე­ბი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ბოდ­რუ­მის გა­რე­უ­ბან­ში, გზის მახ­ლობ­ლად, ცი­ცა­ბო ფერ­დობ­ზე იპო­ვა.

რუსი ქა­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ახ­ლობ­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც დედა-შვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მი­ვიდ­ნენ, ნა­ხეს, რომ დი­ვან­ზე სის­ხლის კვა­ლი იყო და პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბეს. და­კარ­გუ­ლებს ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

ად­გი­ლობ­რივ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ უკვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისი­ნი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი გახ­დნენ. ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დედა-შვი­ლის ბოლო აქ­ტი­ვო­ბა 12-13 ნო­ემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა. ბო­ლოს დვი­ზო­ვამ პი­რა­დი პრო­ფი­ლი 13 ნო­ემ­ბერს გა­ნა­ახ­ლა, მან ქუ­ჩის კა­ტის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კო­ვე­ლი ქალი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ ბოდ­რუმ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც რე­ალ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. დი­ა­ნა ოც­ნე­ბობ­და დე­დის კვალ­დაკ­ვალ მო­დე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გო­გო­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც უხა­რო­და, რომ და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სტამ­ბულ­ში გაფ­რინ­და...

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა