თეგებით ძიება
29. 11. 2023 მსოფლიო

რუსეთს სურს, ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა "ლოიალურობის შეთანხმებას" მოაწერონ ხელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, რომ ქვეყანაში შესვლისას უცხოელებს "ლოიალურობის შეთანხმებაზე" ხელის მოწერა დაავალდებულონ. შესაბამისი კანონპროექტის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს.

შეთანხმების თანახმად, უცხოელს ეკრძალება რუსული პოლიტიკის "დისკრედიტაცია", საბჭოთა ხალხის წვლილის "დამახინჯება" ფაშიზმზე გამარჯვებაში და "ტრადიციული ღირებულებების" უარყოფა. ეს უკანასკნელი გულისხმობს ლგბტ "პროპაგანდასა" და ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას.

გარდა ამისა, უცხოელებს ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ "უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა