რომის პაპი მხარეებს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
რომის პაპი მხარეებს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. პაპ ფრანცისკეს განცხადებას Vatican News-ი ავრცელებს.
„იმედი მაქვს, რომ ღაზაში ზავი გაგრძელდება, რათა ყველა მძევალი გათავისუფლდეს და საჭირო ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს“, - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ ღაზაში შექმნილი კონფლიქტის შედეგად უბრალო ხალხი იტანჯება.
„გთხოვთ, გავაგრძელოთ ლოცვა ისრაელსა და პალესტინაში შექმნილი სერიოზული სიტუაციისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.