"ხიდიდან გადავარდა...“ - რას წერენ ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ ბიჭზე
წუხელ ღამით, თერჯოლა-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულია 26 წლის იუსუფ ქავთარაშვილი.
„მეგობარს აცილებდა ქუთაისის აეროპორტიდან... ხიდიდან გადავარდა. თერჯოლასთან ახლოს, ავტობანზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დედისერთა ვაჟი დაიღუპა...“- ამბობს ოჯახის ახლობელი.