თეგებით ძიება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება ახალი თაობის საქმე იქნება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

კითხვაზე: ფიქრობს თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი ოდესმე კვლავ შეუერთდება ევროკავშირს? - ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ ეს მომავალი თაობის საქმეს წარმოადგენს.

„ჩემს შვილებს გამუდმებით ვეუბნები, ეს თქვენ უნდა გამოასწოროთ. ყველაფერი რაც ჩვენ დავაშავეთ, თქვენ უნდა გამოასწოროთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა