თეგებით ძიება

71 დევნილი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა დასრულდა

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლების მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილი ოჯახებისთვის 64-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აშენდა და სრულად გარემონტდა.

სახლების მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა