ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა
ქალზე ძალადობასა და მუქარის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა და მომღერალმა კახა აბუაშვილმა (კაბუმ) საპატიმრო დატოვა. სასამართლომ მას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აბუაშვილს კომუნიკაცია აეკრძალა დაზარალებულ ქალთან, ასევე დაევალა 10 დღეში ერთხელ მივიდეს საგამოძიებო ორგანოში.
პროკურატურა გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.