თეგებით ძიება

დიდია თქვენი მწუხარება და ძნელად საპოვნი ნუგეშის სიტყვები - ილია მეორეს სამძიმარი თარხან-მოურავებს

ბატონ დავით და ქალბატონ ელისაბედ (კორა) თარხან-მოურავებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმარს უცხადებს მათი ვაჟის, იორამ თარხან მოურავის გარდაცვალების გამო.  სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

 ბატონ დავით და ქალბატონ ელისაბედ (კორა) თარხან-მოურავებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულითადად თანაგიგრძნობთ იორამის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია დიდია თქვენი მწუხარება და ძნელად საპოვნი ნუგეშის სიტყვები, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ აღდგომილმა მაცხოვარმა შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილი განაქარვა. ამიტომაც ქრისტიანისათვის სიკვდილი აღარ არსებობს, არამედ გარდაცვალებით იწყება მარადიული ცხოვრება, რომლის მკვიდრიც იორამი უკვე გახდა და ჩვენც ყველანი აუცილებლად გავხდებით. მთავარია, ღვთის საუფლო დავიმკვიდროთ.შევთხოვთ ღმერთს იორამის უკვდავი სულისათვის, რათა იგი უფალმან სავანესა მართალთასა, - ნეტარ მარადიულობაში დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა, სულიერი სიმშვიდე და ლოცვის ძალა - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა