თეგებით ძიება
30. 11. 2023 მსოფლიო

„ჰამასმა“ რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ მძევლობიდან რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. გათავისუფლებულია ორი ქალი, 50 და 73 წლის. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

წინა დღეს „ჰამასმა“ ისრაელს 10 მძევალი გადასცა, რომელთა სანაცვლოდ ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა - ძირითადად ქალები და მოზარდები.

„ჰამასი“ გათავისუფლებულ მძევლებს წითელი ჯვრის თანამშრომლებს გადასცემენ, რომლებსაც ისინი ეგვიპტეში გადაჰყავთ, სადაც შემდეგ ისრაელელ სამხედროებს გადასცემენ.

ამის შემდეგ გათავისუფლებულ ძველებს ისრაელში გამოკვლევისთვის სამედიცინო დაწესებულებებში ათავსებენ.

ისრაელი კი, შეთანხმების მიხედვით, გათავისუფლებული პალესტინელები იქ მიჰყავს, სადაც ისინი დაკავებამდე ცხოვრობდნენ - მათ შორის იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა