ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ "ჰამასთან" ზავი გაგრძელდება "შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, გააგრძელონ მძევლების გათავისუფლების პროცესი". ისრაელის ცნობით, ეს დაექვემდებარება ხელშეკრულების პირობებს.
თავის მხირვ, "ჰამასმა" განაცხადა, რომ დათანხმდა ზავის გაგრძელებას ისრაელთან მეშვიდე დღით.
Israel Hayom პრემიერის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასმა" ისრაელს ქალებისა და ბავშვების მძევლების ახალი სია გადასცა, რომლებიც უნდა გაათავისუფლონ.
შუამავალმა ერმა კატარმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ზავი კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება.
"და ისრაელის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებაზე არსებული პირობებით, რაც არის ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლა ღაზაში", - ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ისრაელი და "ჰამასი" გასულ ოთხშაბათს შეთანხმდნენ ზავის შესახებ. გუშინდელი ღამის მონაცემებით, გათავისუფლდა 97 მძევალი და 180 პალესტინელი პატიმარი. ღაზის სექტორში ასობით სატვირთო შევიდა ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო მარაგითა და საწვავით.