თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურში სტუდენტთა გაწვევას ეხება.
კერძოდ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ექნებათ, რომელთა სასწავლო პროგრამა, სრულად დისტანციურად არ მიმდინარეობს. იმ სტუდენტებს კი, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში სრულად დისტანციური პროგრამით სარგებლობენ, თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე მათზე მორგებულ ალტერნატივას სთავაზობს.
ამ ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მას საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.