თეგებით ძიება
30. 11. 2023 მსოფლიო

იერუსალიმში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი კი გარდაიცვალა

იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

The Times of Israel-ის ცნობით, დღეს დილით, იერუსალიმის შესასვლელთან შეიარაღებულ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც, 24 წლის ქალი გარდაიცვალა და შვიდი ადამიანი დაშავდა.

იერუსალიმის პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილის განეიტრალება ადგილზევე მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ექიმების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა