თეგებით ძიება

„სიკეთის გეშინიათ ვითომ „კაი ტიპებო“? - გია აბაშიძე სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს:

„ჩემს Facebook-„ბაბლში“ არა და ზოგადად, ხალხნო რა გჭირთ??? ვიღაც ქალმა 500 ლარი მისცა საწყალ ბიჭს (დაუზუსტებელია დადგმული იყო თუ არა), ანრი ჯოხაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართა, მანამდე ალ ბანოს მომწვევებმაც იგივე გააკეთეს.

რა, სიკეთის გეშინიათ ვითომ 'კაი ტიპებო'? ამგვარი დამოკიდებულებით, ფლიდი ახლობლების მოწონებას იმსახურებთ, საზოგადოებრივ დაფასებას კი ვერასდროს. გააკეთე დაფარული თუ განიუსებული სიკეთე და უფალი ათასმაგად მოგიზღავს!

არ გინდა დაფიქსირდე? უამრავი ფონდია საბანკო რეკვიზიტებითურთ, სადაც ჩარიცხავ.

ხალხნო, სიკეთე ვაკეთოთ ვიღაცეების მუჯლუგუნის გარეშე!“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა