თეგებით ძიება

როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში

დაიცავით თმა ისე, როგორც ხელებს იცავთ სიცივისგან. ატარეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ქუდი.

მოერიდეთ ცხელ წყალს. მართალია, სიცივის დროს ცხელი შხაპი ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, წყალი და ორთქლი თმას აცლის ტენიანობას, რაც იწვევს მის მსხვრევადობას. უმჯობესია გამოიყენოთ ნელთბილი ან ცივი წყალი, რაც თმას უფრო ბზინვარეს გახდის.

გაახანგრძლივეთ თმის დაბანის ინტერვალი. ხშირი დაბანა და შამპუნი თმას ბუნებრივ ზეთებს აშორებს, ამიტომ თუ ზაფხულში თმას ყოველდღე იბანდით, ზამთარში სასურველია ინტერვალი გაზარდოთ, ასევე უმჯობესია გამოიყენოთ უსულფატო შამპუნი და კონდიციონერი სილიკონის გარეშე, რაც თავიდან აგაცილებთ სკალპის გაღიზიანებას და გამოშრობას.

როდესაც თმა სველია, ის სამჯერ უფრო მყიფეა, ვიდრე მშრალი. არასოდეს გამოხვიდეთ გარეთ სველი ან ნოტიო თმით: ის შეიძლება გაიყინოს და გატყდეს! ამიტომ გირჩევთ გარეთ გასვლამდე თმა სახლში შეიშროთ.

ზამთარში თმის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ კონდიციონერი შხაპის შემდეგ, ან თმის ბოლოებზე ზეთი დაიტანეთ.

სიცივის დროს დახურულ სივრცეში ვრთავთ გამათბობელს, რაც იწვევს იმ გარემოს გამოშრობას,  რომელშიც ვცხოვრობთ, რის შედეგადაც კანიც და შესაბამისად თმაც, კარგავს ტენიანობას. ამ პრობლემას მოაგვარებთ, თუ იმ ოთახში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ, ოთახის დამატენიანებელს დააყენებთ.

თმა ატარებს ენერგიას და როდესაც არსებობს იონების დისბალანსი (ორი დადებითი მუხტი, რომლებიც ერთმანეთს აფერხებენ) სტატიკური ენერგია იწვევს თმების აწეწვას, ამიტომაც მოერიდეთ სიცივიდან სითბოში ხშირად გადასვლას.

და ბოლოს, ჩვენ გირჩევთ გადააგდოთ პლასტმასის ფუნჯი ან სავარცხელი. გამოიყენეთ სავარცხელი, რომელიც დამზადებულია ხისგან ან ბამბუკისგან.

მიჰყევით ამ რჩევებს თმის რუტინასთან ერთად და თქვენი თმა ზამთარშიც შეინარჩუნებს ბზინვარებას!

წყარო : TREND.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა