ისრაელის მთავრობა მოსახლეობისთვის იარაღის დარიგებას გააგრძელებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის მთავრობა მოსახლეობისთვის იარაღის დარიგებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩემი მეთაურობით მთავრობა მოსახლეობისთვის იარაღის დარიგების პროცესს გააფართოებს. ეს ის ღონისძიებაა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აუცილებლობას“, - წერს ნეთანიაჰუ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
„შეიარაღებული სამოქალაქო პირისა და ორი ჯარისკაცის სწრაფმა რეაქციამ უფრო სერიოზული თავდასხმა აიცილა თავიდან, მათ მივესალმები“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
შეგახსენებეთ, რომ დღეს, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა.