თეგებით ძიება
30. 11. 2023 მსოფლიო

ბლინკენი ომის დაწყების შემდეგ, ისრაელში მესამე ვიზიტით იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს შეხვდა.

ბლინკენი 7 ოქტომბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ რეგიონს მესამედ სტუმრობს. მან განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მძევლებთან დაკავშირებით სიტუაცია პოზიტიურად განვითარდა და ისინი სახლში ბრუნდებიან. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ასევე შესაძლებელი გახდა გაიზარდოს ღაზის სექტროში ჰუმანიტარული დახმარების შსვლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ძალიან სჭირდება. 

"ასე რომ, ეს პროცესი იძლევა შედეგებს. ეს მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ ის გაგრძელდება", - თქვა მან.

ბლინკენი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მოგვიანებით რამალაში შეხვდება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა