თეგებით ძიება
30. 11. 2023 News-ები

ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის, ვინაიდან ყველაზე რთული საკითხი არა ტერიტორიების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას უკავშირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ნიკოლაევში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„შეიძლება ისე მოხდეს, რომ ტერიტორიები მოსახლეობაზე უფრო ადრე დავიბრუნოთ. დონბასი რომ ავიღოთ, იქ უკვე 10 წელია, ადამიანები სხვა განზომილებაში ცხოვრობენ, ამიტომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩემი აზრით, დონბასის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. პარტნიორები მეუბნებოდნენ, რომ ყირიმის დაბრუნება თითქმის შეუძლებელი, ხოლო დონბასის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, თუ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ტერიტორიები ხომ ხალხთან ერთად ბრუნდება, თუ ამ ადამიანებს არ სურთ - პროცესი ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონბასში 10 წლის განმავლობაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამიტომ სეპარატიზმი უფრო არის გავრცელებული.

„ახლაც, როდესაც რუსეთი გვებრძვის, ყველაზე მტკიცე სეპარატისტები დგანან, რუსები კი გარბიან. ეს ფაქტიც რაღაცაზე მეტყველებს. რაც შეეხება ყირიმს, იქ საომარი მოქმედებები არ ყოფილა, ამიტომ მე ვთვლი, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ძალიან ელოდება დაბრუნებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა