ზურაბიშვილმა ივანიშვილის რომელიმე მარიონეტს ადგილი არ უნდა გაუთავისუფლოს - გიორგი ვაშაძე
"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პრეზიდენტის შესაძლო გადადგომას და რომელიმე პარტიასტან გაერთიანებას სწორ ნაბიჯად არ მიიჩნევს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ადგილს, რომელსაც შემდეგ ივანიშვილი მისთის სასურველი კანდიდატის გასაპრეზიდენტებლად გამოიყენებს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, გადამწყვეტ არცევნებშ პრეზიდენტის ინსტიტუციას მნიშვნელოვანი როლი ექნება.
"არჩევნებამდე გადადგომა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირჩევს 5 წლით მის სასურველ პრეზიდენტს, იმიტომ, რომ თუ პოლიტიკაში მიდის პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს. არა ქვს მას უფლება საქართველოს კონსტიტუციით იყოს პარტიის წევრი და აწარმოებდეს პოლიტიკურ კამპანიას. თუ ის მართლა ობიექტურ მონაწილეობას მიიღებს, გვჭირდება პრეზიდენტის ინსტიტუცია იმისთვის, რომ ტოტალური გაყალბება არ მოხდეს არჩევნების. მნიშვნელოვანია, რომ აქ დაინახოს მან თავისი თავი და არა ის, რომ გაუთავისუფლოს ადგილი 5 წლით ბიძინას მარიონეტს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.