თეგებით ძიება
30. 11. 2023 მსოფლიო

რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლებისთვის რუსეთი "ჰამასს" მადლობას უხდის

რუსეთი „ჰამასს“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ „ჰამასის“ მოძრაობის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდით, რადგან ისინი ჩვენს მოწოდებებს ყოველთვის დადებითად პასუხობენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ღაზას სექტორში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები სწრაფად გამოვიყვანოთ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ჰამასმა“ ღაზადან ორი რუსი მძევალი გაათავისუფლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა