თეგებით ძიება

2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე მალტა გახდება

2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე მალტა გახდება, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ, ბუიარ ოსმანიმ ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით სხდომაზე განაცხადა.

„მალტის რესპუბლიკამ ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით აიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ესტონეთი ეუთო-ს დამსახურებული თავმჯდომარე გახდება და ეს მომენტი ძალიან მალე დადგება“, - განაცხადა ბუიარ ოსმანიმ.

ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მალტისთვის თავმჯდომარეობის გადაცემას ხვალ დაადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთმა და ბელარუსმა ესტონეთის მომავალ თავმჯდომარედ დანიშვნას ვეტო დაადეს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა