თეგებით ძიება
30. 11. 2023 მსოფლიო

მორიგი უმძიმესი შემთხვევა ირანში - სიკვდილით დასაჯეს 17 წლის მოზარდი

ირან­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს 17 წლის მო­ზარ­დი, ასე­ვე 22 წლის ახალ­გაზ­რდა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შე­წყვი­ტოს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის სას­ჯე­ლის ზო­მად გა­მო­ყე­ნე­ბა.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სის გან­ცხა­დე­ბით, შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მომ­ხდა­რის გამო. "17 წლის ჰა­მი­რე­ზა აზა­რი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გახ­და ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, რო­მე­ლიც ირან­ში სიკ­ვდი­ლით და­უს­ჯი­ათ", - ამ­ბობს გა­ე­როს სპი­კე­რი, ელი­ზა­ბეტ ტრო­სე­ლი.

მან შე­ახ­სე­ნა თე­ი­რანს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს ქვეყ­ნებს აკ­რძა­ლონ 18 წლამ­დე პი­რე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა.

"ჩვენ ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ 22 წლის მი­ლად ზოჰ­რე­ვან­დის სიკ­ვდი­ლით დას­ჯით. ის არის მერ­ვე პირი, რო­მე­ლიც 2022 წლის სექ­ტემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის კონ­ტექ­სტში და­სა­ჯეს სიკ­ვდი­ლით“, - თქვა ტრო­სელ­მა.

17 წლის ჰა­მი­რე­ზა აზა­რი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ის 16 წლის იყო. ირა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, აზა­რიმ ჩხუ­ბის დროს მა­მა­კა­ცი მოკ­ლა.

გა­სულ წელს ირან­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს სულ მცი­რე, 582 ადა­მი­ა­ნი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა