„ერთი საათია უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დელისის მეტრომდე ვერ მივედი“ - ნიკა გვარამია
ან სასწრაფო როგორ მოძრაობს ამ ქალაქში, ან სახანძრო?! - „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისური საცობების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
ჭავჭავაძის გამზირი სრული გაუვალობის ზონაა! პრაქტიკულად ერთი საათია უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დელისის მეტრომდე ვერ მივედი. და ღმერთმა იცის, საერთოდ მივალ თუ არა.
ან სასწრაფო როგორ მოძრაობს ამ ქალაქში, ან სახანძრო?! - წერს გვარამია.