თეგებით ძიება

სარჩელი გაწვევას ვეღარ შეაჩერებს - პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ერთი თვის წინ მიღებული დოკუმენტი კიდევ უფრო მკაცრდება. შესწორებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

კანონის მიხედვით იგეგმება შეიქმნას რეესტრი, რომელშიც ახალწვეულებმა უნდა ჩაწერონ, რომელ რელიგიურ კონფესიას წარმოადგენენ. თუ ვინმე პირობებს არ დაეთანხმება და სასამართლოს მიმართავს, ეს გამოსავალი მაინც ვერ იქნება, რადგან საქმის განხილვის პარალელურად, ახალგაზრდას მაინც ჯარში წაიყვანენ.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებთ, თუ ხართ სტუდენტი, მაგრამ დისტანციურად სწავლობთ. ეს ცვლილება ეხებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ. დისტანციურ სწავლებაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა