44 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს სახლში სათვალთვალო აპარატურა დაუმონტაჟა, ციხეში გადაიყვანეს
ტვ პირველის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ ციხეში გაუშვა კაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს ბინაში ფარული მოსასმენი აპრატურა დაუმონტაჟა. ირკვევა, რომ 44 წლის მამაკაცი, თვეების განმავლობაში უსმენდა და უთვალთავლებდა ცოლს, რომელთანაც განქორწინებული იყო. შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ დისტნაციურ სისტემაზე მომუშავე სათვალთვალო აპარატურა მისაღებ ოთახსა და საძინებელში იყო დაამონტაჟებული.
ბრალდებლი ადასტურებს, რომ საძინებელსა და მისაღებში სათვალთვალო აპარატურა მისი დამონტაჟებულია, თუმცა ამტკიცებს, რომ საკუთარ თავს უსმენდა. თავის მართლების ეს არაარგუმენტირებული მცდელობა კი სასამართლომ არ გაიზირა. ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ციხეში 4 წლის გატარება მოუწევს.