თეგებით ძიება

ჩერნობილის კატასტროფიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, შვედეთში, გარეულ ღორებში რადიაციის მაღალი დონეა

1986 წელს, ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხადრი აფეთქების გამო, ცენტრალურ და ჩრდილოეთ შვედეთში, რადიოაქტიული ნალექი მოვიდა, რამაც ნიადაგში რადიოაქტიური ელემენტის, ცეზიუმ-137-ის დაგროვება გამოიწვია. შედეგად, დაბინძურდა სოკო, რომელსაც ამ ადგილებში გავრცელებული გარეული ღორი ჭამს. ამიტომ, შვედეთის სურსათის სააგენტო სთხოვს მონადირეებსა და სოკოს შემგროვებლებს, გამოაგზავნონ ნიმუშები ანალიზისთვის, რათა გაირკვეს, თუ როგორია ცეზიუმ-137-ის დონე სხვადასხვა ადგილას ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ. შვედეთის სურსათის სააგენტოს ტოქსოლოგი, ჯენი აასა: „გარეული ღორების საკვები ფესვებისა და სოკოებისგან შედგება, რომლებიც მიწის სიღრმიდან ამოიზრდება. ისინი შეიცავენ ცეზიუმს, რომელმაც ნიადაგში ღრმად ჩააღწია. ასე რომ, ზოგიერთ ცხოველს შეიძლება ცეზიუმის საკმაოდ მაღალი დონე ჰქონდეს“. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მოსულმა „ცეზიუმის წვიმამ“ იმოქმედა სამხრეთ და ცენტრალური ნორლანდიის არეალზე, ჩრდილოეთ უპლანდადან დაწყებული და ვესტმანლანდითა და ვესტერბოტენით დამთავრებული. უფსალას ჩრდილოეთით, ევლებორგის ოლქში გარეულ ღორებზე ახლახან ჩაატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტესტირებულ ცხოველთა თითქმის 80%-ს ცეზიუმის იმდენად მაღალი დონე ჰქონდა, რომ ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით მათი გაყიდვა არ შეიძლებოდა. გარეული ღორების ინფიცირების მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ არეალში იკვებებიან ისინი. ჯენი აასაა: „იმის გამო, რომ შვედეთის სხვადასხვა მხარე სხვადასხვა ხარისხით დაზარალდა, რადიაციული დაზიანების დონეც, შესაბამისად, განსხვავებული იქნება და იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ საიდან გამოაგზავნეს ნიმუშები. თუმცა, კატასტროფის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ასე რომ, მთლიანობაში, ცეზიუმის შედარებით დაბალ დონეს ველოდებით“. მაიკლ უოლში, შვედეთის რადიოსთვის.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა