სოფელ წინისში ტრაილერის და ხელის ტრაქტორის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაშავდა
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, ახალციხის სოფელ წინისში, ტრაილერის და ხელის ტრაქტორის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალრ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია ტრაქტორის მძღოლი.
ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.