კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს
კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კრიშტიანუს ცრუ დაპირებების გამო, მათ ისეთი ინვესტიციები ჩადეს, რომელმაც თანხები დააკარგვინათ. ისინი მიღებული ზარალის სანაცვლოდ, ფეხბურთელისგან მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ.
საქმე ისაა, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდმა ბირჟამ, Binance-მა 2022 წლის ნოემბერში რონალდუსთან პარტნიორობით "CR7"-ის სახელწოდებით ახალი NFT გამოუშვა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში რონალდუ ამბობდა, რომ მისი გულშემატკივრები "CR7"-ის შეძენით NFT-ის სამყაროს შეცვლიდნენ და ფეხბურთი ახალ საფეხურზე გადაინაცვლებდა.
2022 წლის ნოემბერში კოლექციიდან ყველაზე იაფფასიანი NFT 77$ ღირდა, თუმცა 1 წლის შემდეგ მისი ფასი $1-ზე ჩამოვიდა. რის გამოც ათასობით ადამიანი წაგებული დარჩა.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"