თეგებით ძიება

ვისთვის ძვირდება გაზი 1 იანვრიდან და ვის შეუნარჩუნდება არსებული ტარიფი – ნახეთ დეტალურად

შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2024 წლის 1 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

„შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.

მომწოდებლების მიერ, შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს. გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე”, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა