თეგებით ძიება
01. 12. 2023 News-ები

ბარსელონაში საქართველოს ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM 2023 მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი და გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში დიდი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ადმინისტრაციის ცნობით, IBTM 2023-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. 3-დღიან გამოფენას 15 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა