მეგის ქარდავას საქმის არსებითი განხილვა 26 იანვრისთვის გადაიდო
გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
სხდომაზე მეგის ქარდავამ დისტანციურად ჩართვის მიზეზი განმარტა და თქვა, რომ რუსთავიდან ქუთაისში მისი გადაყვანა სხვა მსჯავრდებულებთან ერთად იგეგმებოდა, რაზეც უარი განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ და როგორც მეგის ქარდავამ აღნიშნა, მას სურდა, რომ პროცესს პირადად დასწრებოდა.