თეგებით ძიება
01. 12. 2023 News-ები

მადრიდში საავტომობილო გზაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვერტმფრენი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა. El Pais-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ავარია ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მოხდა. ვერტმფრენის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, მესამე დაშავებული კი ავტომობილის მძღოლია.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებაზე კომპანია Pegaso-ს დაევალა, რომელიც მადრიდის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა