თეგებით ძიება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა - გია ვოლსკი

„ნაციონალურ მოძრაობაში" გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„„ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ახალმა მენეჯმენტმა გაურკვეველი რეჟიმი დაამყარა. სტრუქტურები, პრაქტიკულად, არ მუშაობს. მათთვის გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს. რეალურად, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, რომელსაც კეზერაშვილისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ამ ვითარებაში დამატებითი ვერანაირი იდეა, სიახლეები ვერ შემოაქვთ, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას წარუდგინოს. მთავარი პრობლემაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არც ნირი, არც სტრატეგია არ შეიცვალა და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ინტელექტუალურად მაღალია. რისთვის? არა სამშობლოსთვის, არამედ დესტაბილიზაციის განსახორციელებლად. დანარჩენი - პარტიული, სამართლებრივი და იდეური, პოლიტიკური ნაწილი აბსოლუტურად არეულია. ეს მოსალოდნელიცაა, როდესაც პოლიტიკურ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა