როგორ მოვირჩინოთ სურდო სახლის პირობებში
„გაჭედილი ცხვირი განსაკუთრებული პრობლემაა, რადგან გრძნობთ, რომ ვერ სუნთქავთ, განსაკუთრებით წოლის დროს, რაც იწვევს უძილო ღამეებს და დაღლილობას.“
ექიმები გვირჩევენ, რომ თუკი არ გვაქვს ანთება, თავი ავარიდოთ ანტიბიოტიკებს, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს გაციების სამკურნალოდ. დაიმახსოვრეთ, ვირუსთან ბრძოლაში, ანტიბიოტიკი არაეფექტურია, თანაც, არასაჭიროდ მიღებულმა პრეპარატმა შეიძლება დაგისუსტოთ რეზისტენტობა კონკრეტული პრეპარატის მიმართ.
ამის ნაცვლად, ექიმები რამდენიმე მარტივ ხრიკს და ხელმისაწვდომ საშუალებებს ცხვირის დისკომფორტის მოსახსნელად.
არსებობს ორი პრაქტიკული მანევრი, რაც დაგვეხმარება ცხვირის გაგუდვის მოხსნაში სწრაფად და ეფექტურად.
„ჩაისუნთქეთ ღრმად და არ ამოისუნთქოთ მანამ, სანამ შეძლებთ სუნთქვის შეკავებას; როდესაც საბოლოოდ მოგიწევთ ამოსუნთქვა, თქვენი სინუსები ავტომატურად დაიწყებს გაწმენდას, რადგან თქვენი ტვინი გადავიდა გადარჩენის რეჟიმზე, ის მიხვდა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ სუნთქვა და გაკლიათ ჟანგბადი“.
„ენა მტკიცედ დააჭირეთ პირის ღრუს. შემდეგ ორჯერ შეეხეთ ორი თითით შუბლსა და ცხვირს შორის. გაათავისუფლეთ ენა. შემდეგ გაიმეორეთ ამის გაკეთება 20 წამის განმავლობაში“.
დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი
ჯანჯაფილის ჩაის შეუძლია ცხვირში ანთება ჩააქროს და გაადვილოს სუნთქვა.
„ჯინჯერი წლების განმავლობაში გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. მას აქვს ანტიჰისტამინური ეფექტი ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებში. მას ასევე შეუძლია დათრგუნოს ციტოკინები - უჯრედის სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც მონაწილეობენ ანთებით პროცესში“.
ისეირნეთ ჰაერზე
სიარული კარგია გაციებისთვის. რაც უფრო სწრაფად და ღრმად სუნთქავთ, ეს ხელს უწყობს ცხვირის არხების გახსნას და ლორწოს გადინებას.
მწეველები და გაციება
იცოდით, რომ მწეველები უფრო მეტად ცივდებიან, ვიდრე არამწეველები? მოწევა ზრდის სინუსიტის რისკს. უმჯობესია ეცადოთ არ მოწიოთ და თავი შეიკავოთ სიგარეტის კვამლისგან, გაციების დროს.
თუ თქვენ სცადეთ ეს ყველაფერი და მაინც ვერ მიიღეთ შვება, ეს შეიძლება მიუთითებდეს თქვენი დახშული ცხვირის სხვა მიზეზზე, როგორიცაა ცხვირის პოლიპები, ალერგია, ან გადახრილი ძგიდე. თუ თქვენ ეს უკანასკნელი მიზეზები არ გიქმნით ცხვირის და სუნთქვის პრობლემებს, მაშინ როგორც ნათქვამია „ესეც გაივლის“, ისევე როგორც დანარჩენი ცხოვრებისეული უხერხულობები.
წყარო : TREND.