თეგებით ძიება

უგანდაში, 70 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა

უგანდაში, 70 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა. ამის შესახებ გუშინ „ფრანს პრესს" ქალის ექიმმა განუცხადა.

70 წლის ქალის მიერ ტყუპების გაჩენა არაჩვეულებრივი მიღწევაა, - ამბობს ედვარდ ტამალე სალი, ექიმი, რომელიც მის ორსულობას და მშობიარობას მეთვალყურეობდა.

ტყუპების დაბადებას „სასწაული" უწოდა დედამ, საფინა ნამუკვაიამ, რომელმაც პირველად სამი წლის წინ იმშობიარა.

პირველი ქმრისგან, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა, საფინას შვილი არ ჰყოლია, მისი ამჟამინდელი პარტნიორი, რომელიც 1996 წელს გაიცნო, მშობიარობას არ ესწრებოდა და ჯერ არ გამოჩენილა ფერტილობის სამკურნალო ცენტრში, სადაც საფინამ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის შემდეგ გააჩინა ტყუპები.

შესაძლოა, ის უკმაყოფილოა და შეშინებულია იმით, რომ მე ტყუპები გავაჩინე და ამას თან ახლავს პასუხისმგებლობა, - ამბობს პარტნიორის ქცევით იმედგაცრუებული დედა.

წყარო: აიპრესი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა