მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, "წითელი ნუსხით" დაცული სახეობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.
მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 000 ლარს შეადგენს.