თეგებით ძიება
02. 12. 2023 მსოფლიო

საქორწილო წვეულებაზე საქმრომ პატარძალი და მისი ოჯახი მოკლა - ნახეთ სად მოხდა შემთხვევა?

ქორწილის უჩვეულო დასასრული - დაქორწინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საქმრომ ესროლა თავისი ცოლს, დედას, უმცროს დას  და კიდევ სხვა სტუმარს. შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა  ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში მოხდა, შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა. 

წვეულება თავიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლის დროს საქმრო უკვე „საკმაოდ ნასვამი“ იყო. 

პოლიციამ განაცხადა, რომ სუკსუკმა თავისი იარაღი და საბრძოლო მასალა ლეგალურად შეიძინა გასულ წელს.

დანაშაულის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ამოიღეს 9 მმ-იანი საბრძოლო მასალის 11 დახარჯული ვაზნა.

საქორწინო წყვილი ქორწილამდე სამი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. პოლიცია ამ დრომდე იძიებს სროლის მოტივს, მათ შორის, ქორწილის დღეს წყვილს შორის მომხდარი ჩხუბის ჩათვლით.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა